23 January 2010

პირველი პოსტი

ეს ბოლო ხანები, მოვუხშირე ნაცნობ-მეგობრების ბლოგების სტუმრობას და ვხვდები, რომ მეც მიჩნდება წერის მოთხოვნილება.

საკმაოდ დიდი ხანია, საკუთარი ბლოგის წარმოების სურვილი მაქვს, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი.
თანაც, საწერი თემა ვერ მოვიფიქრე. პირადულზე წერა არ მინდოდა და რაღაცაზე ხომ უნდა მეწერა, არა :)?

ასევე ძალიან მაცდურად გამოიყურებოდა სვითის ბლოგერობის გაკვეთილები, მაგრამ ამ ცდუნებასაც გავუძელი :D.

თუმცა, გუშინდელი მორიგი "ჩამოვლის" დროს, პერწკლის ბლოგში ყოფნისას, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მინდა ბლოგის გაკეთება და მადლობა მას ამისათვის :).

დღეს დავარეგისტრირე ეს დომენი, სვითის ტუტორიალის დახმარებით და მასაც მადლობას ვუხდი :). ამის გარეშეც არ იქნებოდა ძნელი და ვაი-უშველებელი, მაგრამ ლანგრით მორთმეული ჯობია, რა თქმა უნდა.

ბლოგის დიზაინზე და "დანავაროტკებაზე" ბევრი არ მიფიქრია და სამწუხაროდ, ალბათ ვერც ვუახლოეს მომავალში მოვიცლი.
საკმარისი დრო უნდა დავახარჯო, რომ ისეთი გამოვიდეს, როგორიც მინდა და არა როგორიც გამოვა.

რას დავწერ ამ ბლოგზე?
ჯერ არ ვიცი. ალბათ ცოტ-ცოტას ყველაფერს.

ჯერჯერობით არ ვაპირებ არავისთვის თქმას და თუ მოხდა სასწაული და შემთხვევით შემოხეტიალდით, Welcome :).

აჰა, ფილმიც გადმოწერილა.
წავედი ახლა მე.
მთავარია ბლოგი უკვე მაქვს და დანარჩენი მერე იყოს :).

2 comments:

Schwarz said...

შემოვხეტიალდი და თანაც არა შემთხვევით, არამედ - გამიზნულად :)
კეთილი იყოს ჩემი სუუულ პირველი კომენტარი შენს ბლოგზე!
ხშირი სტუმარი ვიქნები! ;)

პერწკლი said...

ლოლ

პ.ს. სადაც შეხვალ, ყველგან დაგაფიქსირებს ტოპ.გე-ს მთვლელი