06 February 2010

საჩუქარი ქენონისგან :)

ნაახალწლევს, აბასთუმნიდან რომ ვბრუნდებოდით, მწვანე მონასტერში შევიარეთ. დავათვალიერეთ, ფოტოები გადავიღეთ და თბილისისკენ გამოვემართეთ.
სახლში რომ მოვედი და აპარატი ამოვიღე, ობიექტივის თავსახური აღარ ჰქონდა.
არ ვიცი, როგორ დავკარგე, ალბათ ბოლოს, "გრუპავუხას" რომ ვიღებდი, მიწაზე დამრჩა?

ანზორსაც დავურეკე, ჩვენს მძღოლს, იქნებ მანქანაში ეგდოს, ხვალ ნახეთ-თქო, მაგრამ ვერაფერი :(.

მაშინვე დავიწყე ნეტში ძებნა.
მაგის, გარეშე ძალიან სარისკოა აპარატის ტარება, ადვილი შესაძლებელია ლინზა დაიკაწროს ან დაზიანდეს.
კიდევ კაი, კარგი ჩანთა მაქვს, თორე მას მერე 1 თვე გავიდა და ან აპარატის სახლში დება მომიწევდა, ან მართლა რამეს დავმართავდი.

მოკლედ, გადავაბრუნე მთელი ინტერნეტი, ამაზონზეც ვნახე, სადაც მე ვიყიდე, ქენონის ოფიციალურ საიტზეც შევიარე, მაგრამ არსად არ ეწერა, რამდენ მილიმეტრიანი ან რა დასახელების მჭირდებოდა.
გუგლში ძებნისას კი წერდნენ მავანნი, 52 მმ უნდაო, მაგრამ ასე ალალბედზე ვერ ვიყიდიდი.

გადავწყვიტე ქენონისთვის მიმეწერა.
მივწერე, რომ დამეკარგა თავსახური და მინდა გავიგო, სად და რა პარამეტრების უნდა ვიყიდო.

პასუხი იმ ღამესვე მოვიდა.
აი ისიც :):

Dear Ivane:

Thank you for your inquiry.  We value you as a Canon customer and
appreciate the opportunity to assist you.

I'm sorry to hear that you lost your lens cap.

I will be more than happy to send that lens cap to you.

Please reply to this email, with the following information.

და ა.შ. და ა.შ.

Thank you for choosing Canon.

Sincerely,

Colleen
Technical Support Representative

ძალიან გამიხარდა და ცოტა გამიკვირდა კიდეც :).
მაშინვე მივწერე მადლობები და ყველა საჭირო ინფო გავუგზავნე.
შედეგად 2-3 დღეში უკვე ამერიკელ მეგობართან იყო ჩემი თავსახური :).
(სამწუხაროდ, usa2georgia-ს ტიპის მისამართებზე არ გზავნიდნენ და მეგობრის მისამართის მიცემა მომიწია).

ამანათმა დღეს ჩამოაღწია ჩემამდე და მოვარგე კიდეც აპარატს :).

მართალია, დიდი არაფერი არ არის. საიტებზე სულ რამდენიმე დოლარი ღირს... მით უმეტეს ქენონს ალბათ ცენტები უჯდება, მაგრამ მთავარი ეს არ არის.
მთავარია ყურადღება და რეალური მხარდაჭერა, რითაც ნამდვილად არ ვართ განებივრებული, ადგილობრივი თუ იმპორტიორი კომპანიებისგან :).

რა თქმა უნდა, ამით ჩემი გული კიდევ უფრო მოიგეს.
მეც არ ვივიწყებ პატივისცემას და ყველას ვეუბნები, რა სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა ქენონმა :).

ჰოდა ასე, თქვენც თუ რამე პრობლემა შეგექმნათ ქენონის ტექნიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ თამამად მიმართოთ :).

03 February 2010

ავატარი

კაი ხანია, ასე არ დამწყვეტია გული არაფერზე...
სათვალე მოვიხსენი და ხმაურიან დარბაზში აღმოვჩნდი... გარშემო პოპკორნის ყუთები და ცარიელი ბოთლები ყრია...
რა მინდა აქ?!
დამაბრუნეთ პანდორაზე :(!

არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის.
ცხადად ქცეული სიზმარივით იყო... ზღაპარში მეგონა თავი...
ალბათ კაი ხანი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიქნები.

P.S. გავუფრთხილდეთ ჩვენს წილ პანდორას :).